დაპირისპირებაში მონაწილე მორაგბე – ჩვენ შევიკარით, მივაწექით, რომ შევსულიყავდით და ჩაგვეშალა არალეგიტიმური არჩევნები

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გაარღევას შეეცადნენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული .

„მორაგბეები მშვიდობიანად ვართ განწყობილი, უბრალოდ, დავაყენეთ მოლი, მოლი არის რაგბის ილეთი, ჩვენ შევიკარით და მივაწექით, რომ შევსულიყავდით და ჩაგვეშალა ეს არალეგიტიმური არჩევნები. მშვიდობიანი აქცია გვინდოდა, მაგრამ აქ ისეთი ადამიანები გაჩნდნენ, რომლებიც რაგბთან კავშირში არ არიან. სამარცხვინოა ეს, რაც აქ ხდება“, – აცხადებს მორაგბე სიმონ მაისურაძე.

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშისოხუმში შეიარაღებულმა პირებმა ბანკი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიარა დავალება მიიღეს დეპუტატებმა – ელისო კილაძე ფეისბუქპოსტს აქვეყნებს