დაპირისპირება ველისციხეში – სასამართლომ ინციდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის მონაწილე ქეთევან მირიანაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. მხარეებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა სია სადავოდ ცნო.

ქეთევან მირიანაშვილი წარდგენილ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„იმ ბრალდებებს, რასაც მიყენებენ მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ყველგან ჩანს, რომ ერთხელ ვარტყამ ფეხს. ის იყო კაუჩუკის ძირიანი ფეხსაცმელი და ეს იმის ტოლფასია, როგორც საჰაერო ბუშტი რომ გაბერო და ურტყა მანქანას. ასე რომ ამ დონეზე მანქანას ვერანაირად ვერ დააზიანებდა, როგორც არის დაზიანებული.” – განაცხადა ქეთევან მირიანაშვილმა.

გამოძიება პოლიციელზე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის არსებითი განხილვა 14 თებერვალს დაიწყება.

banner
წინა სტატიაში,,ეს ახალგაზრდა სპორტსმენი დღეს მარტო უპირისპირდება მთელ სისტემას”-სახალხო დამცველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია, სწორედ ამ გუნდის მეშვეობით მოვიპოვეთ არაერთი გამარჯვება