დაპირისპირება უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე – დაკავებულია აქციის სამი მონაწილე

ხმაური და დაპირისპირება უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე – სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვენ.

მათ გზა გადაკეტეს, რის გამოც მუზეუმში მიმავალ ტურისტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ლოდინი მოუხდათ.

გზის გახსნა სამართალადმცავებმა სცადეს, რასაც პოლიციას და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დაკავებულია აქციის სამი მონაწილე, მათ შორის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ადუაშვილი.

ამ დროისთვის ქვახვრელი-უფლისციხის გზა გახსნილია, თუმცა პოლიცია ადგილზე რჩება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა