დაპირისპირება სოფელ ყინწვისში – მოსახლეობა მამა ნაომის მიწის მიტაცებაში ადანაშაულებს

დაპირისპირება ადგილობრივებსა და სასულიერო პირებს შორის – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისის მოსახლეობა მამა ნაომის ჰექტრობით საძოვრების მიტაცებაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, თუ იქ ფერმა აშენდება საქონლის მწყემსვის საშუალება აღარ ექნებათ. მოსახლეობის პრეტენზიების მიუხედავად ფერმის მშენებლობა მაინც გრძელდება.

თავად მამა ნაომი კი ამბობს, რომ მას ადგილობრივების აზრი არ აინტერესებს და ფერმას იქ ააშნეებს, სადაც მეუფე ეტყვის.

“სადაც მეუფე მეტყვის იქ ავაშენებ. დამთავრებულია, ყველანაირი ხელისუფლება ჩემთვის დამთავრებულია. ჩემი ხელისუფლება არის მეუფე, იმ მეუფეს ვემორჩილები მე, მისი სიტყვაა ჩემთვის კანონი… არ მაინტერესებს მე მოსახლეობა რას ამბობს”,- ამბობს მამა ნაომი.

ყინწვისელები ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით და გზის გადაკეტვით იმუქრებიან. არ გამორიცხავენ, რომ ფერმაც დაანგრიონ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა
შემდეგი სტატიადენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში და უკრაინაში იწვევს