დაპირისპირება სამეფო კარზე – ისტორიული და უპრეცედენტო საქმის სასამართლო განხილვა იწყება

დავა სამეფო ოჯახს შორის – დღეს ისტორიული და უპრეცედენტო საქმის სასამართლო განხილვა იწყება.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივიან.

ანა ბაგრატიონი ფიქრობს, რომ სამეფო სახლის მეთაური, მისი ყოფილი მეუღლე დავით ბაგრატიონი თაღლითია, ტიტული მიისაკუთრა, სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ბაგრატიონების სახელით ჯილდოებს უკანონოდ არიგებს.

თავად დავით ბაგრატიონი მისი ყოფილი სიმამრის სამეფო წარმომავლობას აყენებს ეჭვქვეშ და მას დნმ-ის ანალიზის გაკეთებას სთხოვს.

დღევანდელ პროცესზე დასწრებას არ აპირებს დავით ბაგრატიონი, სასამართლოში მის ინტერესებს ადვოკატი დაიცავს. სხდომაზე არ მივა არც ნუგზარ ბაგრატიონი, თუმცა პროცესზე დასწრებას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ყოფილი მეუღლე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი.

სამეფო კარის საქმე სასამართლომ განსაკუთრებული სირთულის საქმედ შეაფასეს, ამიტომ მას სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.

მეფის წინააღმდეგ მთავრი მტკიცებულება, ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილის” სკანდალური ჟურნალისტური ექსპერიმენტი იქნება. ბრიტანულმა ტაბლოიდმა 2017 წელს დავით ბაგრატიონი ფულის სანაცვლოდ ჯილდოების გაცემაში ამხილა. ორი წლის წინ დიდი ბრიტანეთის დედოფალის წარმომადგენელთან ლონდონში შესახვედრად ჩასულ ბაგრატიონს, ტელეფონით დეილი მეილის ჟურნალისტი დაუკავშირდა. ბიზნესმენის მდივნად გაეცნო და ბაგრატიონების ჯილდო ითხოვა. ორდენში მეფემ მას 3000 ფუნტი მოსთხოვა.

banner
წინა სტატიაშითუ ივანიშვილს მობეზრდა მისი მინისტრობა, მაშინ გადააყენებს – კახიძე წულუკიანზე
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთავრობის შემადგენლობაში