დაპირისპირება რუსთაველზე – პოლიცია მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეებს აკავებს

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. გელა გელაძის უწყების თანამშრომლები მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეებს აკავებს.

მსვლელობა ამ დროისთვის პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე იმყოფება.

საპატრულო პოლიცია მარშის მონაწილეებს მოუწოდებდა გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ, რის შემდეგაც დაახლოებით შვიდი პირი დააკავეს.

დღესვე დააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ქეთევან ხუსკივაძე და დავით გუნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “ბიძინა ივანიშვილს გავუშვებთ კრემლში“
შემდეგი სტატიაპოლიციამ მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე 13 პირი დააკავეს