დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში – ოპოზიციამ პოლიციელების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინა

ხმაურია ქუთაისის საკრებულოში. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის მოწოდებას მოყვა. ფრაქცია “ახალის” დეპუტატები უმრავლესობის წევრებს მოუწოდებდნენ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობა დაეგმოთ. რაზეც მათ პასუხად დუმილი მიიღეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინეს.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ქართული ოცნების ადგილობრივი წევრებიც რუსული რეჟიმის წარმომადგენლები არიან და მათი ეს ქმედება მოსალოდნელი იყო.

banner
წინა სტატიაშიოცნებამ “ოფშორების კანონზე” პრეზიდენტის ვეტო დაძლია
შემდეგი სტატიაოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე “ოცნების” დეპუტატი რუბლებით მივიდა