დაპირისპირება ქუთაისის მერიასთან – პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა

ქუთაისის მერიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა.

ზაალ კუხიანიძეს პოლიციამ შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. სამოქალაქო აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ კანონით საკრებულოს სხდომაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ვისაც ამის სურვილი აქვს. ამან პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც კუხიანიძე დააკავეს.

ის სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად კომიკური ხდებიან
შემდეგი სტატიასაკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ქალი გარდაიცვალა