დაპირისპირება ქუთაისის 90-ე უბანზე – ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გიგი წერეთელს შეურაცხყოფა მიაყენეს

ქალაქ ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანზე ქართული ტელევიზიის გადამღები ჯგუფებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, იბერიის, GDS-ის და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფასთან ერთად კამერებიც დაუმტვრიეს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის 90-ე უბანზე ქართული ოცნების მხარდამჭერები მივიდნენ, რომელთაც დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რატი რეგაძეც, ახლდა. მათ ჟურნალისტებს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

ქუთაისის 90-ე უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა ენმ-ის წარმომადგენელს, გიგი წერეთელსაც, მიაყენეს.

 

banner
წინა სტატიაშიარსებული მონაცემებით სანდრა რულოვსმა ედიშერ თოლორაიას საკუთარ სოფელშიც მოუგო
შემდეგი სტატია“ეს უკვე საგანგაშო ვითარებაა” – ენმ მოუწოდებს ცესკოს, დროულად მოხდეს მონაცემების გამოქვეყნება