დაპირისპირება ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2020 19:59

დაპირისპირება ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ ოქმებში სასურველი შედეგი ჩაწერა. ისინი არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეს.

„შენ გგონია, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ ძალა არ არის შენში, ძალა ხალხშია. ეს არ არის არჩევნები, არჩევნების შედეგები არის გაყალბებული, მიტაცებული და ჩვენ არ შევეგუებით ამას. ივანიშვილმა გადაჯღაბნა ყველა საუბნო ოქმი, რაც შევარდნაძის შემდეგ ამ ქვეყანაში არ ყოფილა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, გია თევდორაძემ.

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში 19:00 საათზე საჩივრების განხილვა იწყება.

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2020 19:59