დაპირისპირება ქართული ოცნების ორ დაჯგუფებას შორის

დაპირისპირება ქართული ოცნების ორ დაჯგუფებას შორის. “შაბათის მთავარმა” გაარკვია, რომ ნაცემია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი “ხარება” იგივე ზვიად ხარაზიშვილი და მასთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, პირი ვინც ხარებას სცემა ე.წ. ტიტუშკების მეთაურია და ამ დროისთვის თურქეთშია გაქცეული. კონფლიქტი სუფრაზე უთანხოებით დაიწყო, რომელიც დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჩვენი ინფორმაციით, პროცესში ჩართულია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი, რომელიც მხარეების შერიგებას ცდილობს და ასევე მხარეთა შერიგებაში, სავარაუდოდ, დედაქალაქის მერიც მონაწილეობდა.

შინჯიკაშვილის სახლთან რამდენიმე დღეა მობილიზებულები არიან მისი მხარდამჭერები, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ მარტყოფში “ხარება” შესაძლოა სპეცრაზმით ჩავიდეს.

banner
წინა სტატიაშიდმიტრო კულება – კიევის პოზიცია მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეში გათვალისწინებულია
შემდეგი სტატიაგვარამია: სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის”