დაპირისპირება პარლამენტთან – დაკავებულია 3 პირი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, ვისი დაკავება მოხდა.

სამართალდამცველები აქტივისტებს ადგილის დატოვებას აიძულებენ.

შეგახსენებთ, დილიდან სამართალდამცველების მიერ ლითონის კონსტრუქციებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე.

პარლამენტის სხვა შესასვლელებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ მიმდებარე ქუჩები უკვე ჩახერგილი დახვდათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია მთავრობის წევრებს მოუწოდებს, ყურადღება და კონცენტრაცია გააორმაგონ, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს
შემდეგი სტატიაქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს დემონსტრანტებს – ნიკა მელია