(video) დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი ნოდარ ებანოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის კამათი საბავშვო ბაღების რეფორმამ გამოიწვია

„იუნისეფის“ კვლევით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ. კითხვა მქონდა და ბევრ რამეზე ვერ მიპასუხეს. თქვენ ფსიქოლოგი არ ხართ. რატომ უნდა ავუკრძალოთ სკოლას, ეს საკითხი? ევროპასა და ამერიკაში, ეს კონკრეტული მეთოდიკა და სისტემაა“, – მიმართა ბესელიას ებანოიძემ.

„ბატონო ნოდარ, თქვენი ლოგიკა გავს იმას, რომ მესამე კლასელი ბავშვი რატომ არ არის მეხუთე კლასელთან ერთად? – დახლოებით ამას ლაპარაკობთ. ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ რასაც თქვენ ლაპარაკობთ, რომ არ ვარგა, ორჯერ ორი ოთხია. იმის მტკიცებას თუ ვიწყებთ, რომ „იუნისეფი“ არ ვარგა. ნება მომეცით, ამ გაუგებარ ლოგიკას არ დავეთანხმო. ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ. თქვენი ლოგიკა დაასაბუთეთ, ხელებს ნუ მიშვერთ მაქედან, გითხარით. რაღაც დღეს მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით და ამას პირველად არ ისმენთ. იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული. ნერვები დაიწყნარეთ და გააკონტროლეთ თავი.

კაცო, ეს პოლიტიკური მოცემულობა როგორ ცვლის ხალხს, ამ კანონზე შეიძლება ასეთი რაღაცეები აკეთო?!“, – მიმართა ბესელიამ ებანოიძეს.

https://youtu.be/LEERWbbDTRc

banner
წინა სტატიაშიევა ბარბაქაძის შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ცენტრი განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაპარიზში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი