დაპირისპირება პარლამენტში – სოფიო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტვიერად დაუპირისპირდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რამდენიმე საათია სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა მიმდინარეობს, კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს და ოპოზიცონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხოშტარიამ კილაძეს თავხედი უწოდა და მოუწოდა, რომ ზრდილობა ისწავლოს. ელენე ხოშტარიას გაღიზიანება სოფო კილაძის რეპლიკას მოყვა, რომელმაც კოლეგას მიმართა დემაგოგიური განცხადებები შეეწყვიტა.

„წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.

კომიტეტის სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, თუ რა შესაძლო საბიუჯეტო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, რათა სოციალური მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არსებულ უზუსტობებს არასამთავრობოებს უკავშირებს
შემდეგი სტატიასაქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ტრანსნაციონალური დანაშაულის დერეფნად გადაქცევა არის ფუნდამენტური პრობლემა