დაპირისპირება ოზურგეთში- კახა კალაძის ვიზიტს გურიაში ხმაური მოჰყვა

დაპირისპირება ოზურგეთში-ვიცეპრემიერ კახი კალაძის გურიაში ვიზიტს ხმაური მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, სადაც ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ირჩევდნენ, აქცია-პერფომანსი გამართეს.

„არა გაზპრომს“-ამ შინაარსის ტრანსფარანტებითა და ბუშტებით შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები თეატრთან. დაპირისპირება მაშინ დაიწყო როდესაც ვიცეპრემიერი ტერიტორიას ტოვებდა. აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა პლაკატები ჩამოართვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქციის ჩაშლა კახი კალაძის დაცვის წევრებმა სცადეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიცეპრემიერი კახი კალაძე ოზურგეთში ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანთან ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებოდა. ოზურგეთში ქართულმა ოცნებამ პარტიული კონფერენცია გამართა და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩია.

banner
წინა სტატიაშიციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის სამუშაოები შეჩერებულია
შემდეგი სტატიამარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებული კანონი ერთი წელი არ ამოქმედდება