დაპირისპირება “ოცნების” ოფისთან – დაკავებულია ხუთი სამოქალაქო აქტივისტი

ხმაური და დაპირისპირება იყო “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პოლიციამ ხუთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. დაკავებული არიან ნიკა ნარსია, კახა კეკვესკირი, ბექა პაპაშვილი და რამაზ აივაზაშვილი – სავარაუდოდ, მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.

“დაკავება ჩვეულებრივი პროტესტის გაოხატვას მოჰყვა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართული ოცნება აგონიაშია, ჩვენი მეგობრები გადაყვანილი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში და ჩვენ ვაპირებთ იქ მისვლას, მათი გათავისუფლების მოთხოვნით”, – თქვა ერთერთმა სამოქალაქო აქტივისტმა.

როსტომ მეფის სასახლესთან ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე:თვალი არ გატყუებთ, ეს უმსგავსობა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფ. ახატნის მცირე ეკლესიაში ხდება
შემდეგი სტატიაფონიჭალასა და მარნეულში პოლიციამ 11 ნარკორეალიზატორი დააკავა