დაპირისპირება მერიასთან – ნიკა მელია ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვს

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. აქციაზე შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. დაპირისპირებაში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

აქციის მონაწილეები ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას აპროტესტებენ. “ენმ”-ს ლიდერი ნიკა მელია კი თბილისის მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს მერისგან ვერ მოისმენენ კითხვებზე პასუხს, ქალაქის მერი ვეღარ შეძლებს მერიაში შესვლას.

banner
წინა სტატიაშიგორში სამხედრო მოსამსახურე გაგუდული იპოვეს
შემდეგი სტატიაქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებულ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებთ – კილაძე