დაპირისპირება ბუკნარში შერიგებით დასრულდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდებოდა, შეხვედრა წარმატებით დასრულდა და შეთანხმებაც შედგა. რამდენიმე კვირის წინ ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი დასრულებულია.

მუსლიმი მრევლის მოთხოვნა, მიეცეთ ლოცვის უფლება, შესრულებულია. ერთობლივ შეხვედრაზე ქრისტიანი მრევლის წარმომადგენლებმა გაიმეორეს, რომ მათ ლოცვას არავინ უკრძალავს და მხოლოდ სოფელში მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა, მუსლიმი თემის განცხადებით, ისინი არც მეჩეთის, არც მინარეთის აშენებას არ ითხოვდნენ.

შეხვედრას გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძე, სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე და მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ასევე “ქაღთული ოცნების” წარმომადგენელი ნინო წილოსანი ესწრებოდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გასაკეთებლად მზად არის
შემდეგი სტატიაკალაძე: ჩემი ძლიერი მხარე ხალხის დამოკიდებულება, სიყვარულია ჩემ მიმართ