დაპირისპირება ბობოყვათში- აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

ბობოყვათში აქციის მონაწილეებმა ქობულეთის პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. 10 დაკავებულიდან 2 მონაწილე ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე გადაიყვანეს.

დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება იყო სოფელ ბობოყვათში, სადაც ადგილობრივებს რამდენიმე წუთის განმავლობაში რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი ჰქონდათ. რკინიგზის მაგისტრალი პოლიციამ ძალის გამოყენებით გახსნა, დაპირისპირების შედეგად კი აქციის 10-მდე მონაწილეა დაკავებული.

ადგილობრივები ბობოყვათში მიწების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს მიწები მათი მათს წინაპრებს ეკუთვნის.

 

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“უკან არ დავიხევ” – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატია“უნდა არსებობდეს სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლოს ამ პოზიტიური გეგმიდან გადახვევა”