დაპირისპირება ბესელია – ზარდიაშვილს შორის – დეპუტატებმა კომიტეტის სხდომა დატოვეს

„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დეპუტატებმა – ანრი ოხანაშვილმა, ვანო ზარდიაშვილამა, დავით მათიკაშვილამა, გიორგი ხატიძემ, რატი იონათამიშვილმა დატოვეს.
კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა საკითხი დააყენა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დახურულ რეჟიმში მომხდარიყო და განაცხადა, რომ საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, სხდომის დახურვა მიზანშეწონილი იყო სამართლებრივი თვალსაზრისით და არაპოლიტიკური კუთხით.
ზარდიაშვილს კომიტეტის თავმჯოდმარე ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომიტეტის დახურვის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რა ცვლილებები მზადდება, რაზეც ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა კანონს პრევენციული ხასიათი აქვს.
„როდესაც სამართალდამცავები ე.წ. კანონიერ ქურდს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ქურდი, ის ვალდებული იყო, რომ ეთქვა ქურდია. მათ თავისი წესები შეცვალეს და შეიძლება გიპასუხონ, რომ მეხანძრეა. ისინი თავის წესებს და კანონებს ცვლიან და უმჯობესია, რომ ცვლილებების თაობაზე კომიტეტის სხდომა დაიხუროს, რადგან კითხვებს ვერ ვსვამ“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
ეკა ბესელია ზარდიაშვილს კვლავ გამოეხმაურა და დაინტერესდა, თუკი ცვლილებებზე მსჯელობა დახურულ ფორმატში მოხდება, დაინტერესებული პირები წაიკითხავენ თუ არა კანონს.
„პრინციპების დონეზე რაც მივიღეთ, ისევ იმას ვისმენთ. კანონში რა ცვლილებებსაც ვიღებთ, მოქალაქემ უნდა იცოდეს. დახურულ ფორმატში რომ მივიღოთ კანონი, დაინტერესებული პირი ვერ წაიკითხავს?“, – მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.
კამათში გედევან ფოფხაძე ჩაერთო, რომელმაც კომიტეტის დახურვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ თუკი კონფიდენციალური კითხვები არსებობს, დეპუტატებს შეუძლიათ შსს-ს მოადგილეს დახურულ ფორმატში შეხვდნენ.
კამათში ჩაერთო ანრი ოხანაშვილიც, რომელსაც ბესელიამ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, რაც ოხანაშვილმა არაკოლეგიალურ საქციელად შეაფასა.
მამრთველი გუნდის განცხადებებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომა მიზანშეწონილია, დახურული იყოს, თუმცა მზად იყო საკითხზე მსჯელობა ღია ფორმატში გაეგრძელებინა.
მას შემდეგ, რაც კომიტეტზე სხვა საკითხის განხილვა დაიწყეს, დეპუტატები სხდომაზე დაბრუნდნენ.

banner
წინა სტატიაში„ეს არის კვირიკაშვილის დასასრულის დასაწყისი“ – ვაშაძე ალავიძის გადადგომაზე საუბრობს
შემდეგი სტატიამოსკოვი ბრიტანეთისგან რუსეთში დიპლომატების შემცირებას მოითხოვს