დაპირისპირება ბათუმში გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის – აქციაზე ერთი ქალი დააკავეს

ბათუმში პოლიციელებსა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე, რომელიც ბათუმი მერიასთან იმართება, პოლიციამ ერთი ქალი დააკავა. შს სამინისტროში აქციის მონაწილის დაკავებას ადასტურებენ.

აქციის მონაწილეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და სამუშაო ადგილების მოთხოვნით აქციას ბათუმის მერიასთან მართავენ. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გარემოვაჭრეებმა წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს, გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და გზის გადაკეტვა სცადეს.

ბათუმის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან უშედეგოდ დასრულდა.

გარემოვაჭრეები ორი თვით წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ გუშინ წერეთლის გამზირიდან კონსტრუქციების გასატანად 34 სატვირთო ავტომანქანა გახდა საჭირო და მის დაბრუნებას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიასაქართველო ევროკავშირს ახალი ინიციატივით მიმართავს – საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი ისე, რომ წევრი არ ერქვას