დაპირისპირება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი… – წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 9-დან 30 სექტემბრის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების – 1, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 1, აგიტაციის წესების დარღვევის – 12, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 9, კამპანიისთვის ხელის შეშლის 8 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე ანგარიშის თანახმად, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.

ISFED-ის ინფორმაციით, არასამთარობო ორგანიზაციამ ცესკოს 17 საჩივრით მიმართა, რომელთა უმრავლესობა საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა როგორც სოციალური ქსელებით, ასევე აქტიური ქმედებებით. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის თანხმად, საჩივრები აგრეთვე დაიწერა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, სააგიტაციო პროცესში რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობასა და პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ინიციატივაზე.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივრით მიმართა ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა მან შეისწავლოს შალვა ნათელაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ქუთაისში. ამასთან „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომებზე სერიოზული ექსცესები და დარღვევები არ შეინიშნებოდა.

ანგარიში სრულად 

banner
წინა სტატიაში“იყო არაერთი გაფრთხილება და ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია” – კობახიძე 2008 წლის ომზე
შემდეგი სტატიარა პარლამენტის თავმჯდომარე იტყვის და დაიხურება არასამთავრობო ორგანიზაციები? – გია ვოლსკი მედიასა და მესამე სექტორზე თავდასხმას აზრის გამოხატვას უწოდებს