(video) დაპირისპირება ახალქალაქში

დაპირისპირება ახალქალაქში – ერთმანეთს პატრულის ეკიპაჟისა და მანქანის მძღოლი დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას სააგენტო Jnews.ge ავრცელებს.

ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა ჯენიუსის ინფორმაციით, რომელმაც დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, სიტყვიერი დაპირისპირება პატრულის ოფიცერსა და მოქალაქეს შორის ჯარიმის გამო დაიწყო. საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქეს ჯარიმა იმის გამო გამოუწერა რომ მას ღვედი არ ეკეთა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
შელაპარაკების დროს ქუჩაზე ხალხმა დაიწყო შეკრება, რამაც ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა. დაახლ;ოებით ასი ადამიანი ცენტრალურ ქუჩაზე შეიკრიბა. მათი უმრავლესობა მძღოლის მხარესაა და აცხადებს, რომ “პატრული მათ ხშირად უსამართლოდ აჯარიმებს”.
“მოგვბეზრდა უკანონო ჯარიმების გადახდა, აჩვენეთ ყველას, როგორ მუშაობს პატრული ახალქალაქში”, – აცხადებდნენ ისინი. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები გავიდნენ, თუმცა, ჯერჯერობით, სიტუაცია არ გამწვავებულა.
პორტალის ცნობით, დაჯარიმებული მოქალაქე საპატრულო მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერის ნახვას ითხოვს და მზადაა მისი დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმა გადაიხადოს.
როგორც ონლაინპორტალი აღნიშნავს, ახალქალაქში მსგავსი ინციდენტები ბოლო დროს გახშირებულია.

 

https://youtu.be/VrnT34zX5Vg

banner
წინა სტატიაშიკიევი პოლონეთის საკონსულოს დაცხრილვაში რუსულ კვალს ხედავს
შემდეგი სტატიასავჩენკომ ტიმოშენკოს “ცვილის ცივი თოჯინა” უწოდა