,,დაფიქრდნენ, ჩაფიქრდნენ…ჯიქურ აღარ მოდიან”-მეუფე ანტონი კანაფის ექსპორტის კანოპროექტის განხილვის შეჩერებას აფასებს

„ფაქტი ის არის, რომ დაფიქრდნენ, ჩაფიქრდნენ და ასე თქვათ, ფუსფუსებენ. ჩვენიდან რაც არის დასანახი, ეს არის, რომ ჯიქურ აღარ მოდიან,“ – ეს განცხადება ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კანოპროექტის განხილვის შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

შაბათის კურიერთან ინტერვიუში მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვის შეჩერება არის თუ არა შიშის შედეგი, არ იცის.

„შეშინების რა გითხრათ, ბევრმა მათგანმა იცის, რომ ამის შემდეგ ის იქნება უბრალო მოქალაქე და მას შვილიშვილიც ეყოლება, შვილიც ეყოლება და როდესაც სკოლაში მივლენ და მიიყვანენ შვილიშვილს და შვილს, რაღაც თითით საჩვენებელი იქნება, როგორც ერის ისტორიაში ცუდი მონაწილე და მე მგონია, სინდისი ყველა ადამიანში არის და ეს სინდისი მუშაობს და ძალიან ათეისტი, ძალიან თავზე ხელაღებული უნდა იყო ან ძალიან დავალებული იყო რაღაციდან, რომ ეს გააკეთო,“ – განაცხადა მეუფე ანტონმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანტონის კრიტიკა სალომე ზურაბიშვილს-ეკლესიას სწორედ მან “დაუქნია ხელი”
შემდეგი სტატიასახალხოდ გაგლანძღეს და ერთი ერთში მოდის და იცის, რომ შენ იმას შეიწყნარებ -მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი მიზანმიმართულად ესხმის სამღვდელობას თავს