“დაპატარავებული ბიზნესმენის, დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება” – ოპოზიცია კალაძის დაკითხვას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” დედაქალაქის მერის დაკითხვას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძის ბრალდებებს სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა.
დეპუტატის შეფასებით, კახა კალაძის განცხადება ჰგავდა დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას, რომელიც თავის გამართლებაც ცდილობს.
„ეს იყო ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის, რომ მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოებაზე თავად არის პასუხისმგებელი, მათ შორის “ყაზტრანსგაზის”

კალაძეს საერთოდ დაავიწყდა, რომ წარმოადგენს “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი გახლავთ, მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა, მან ხაზგასმით თქვა, რომ უსაფრთხოება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი აირის გამართულ მუშაობასთან მასზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სემეკი, მას საერთოდ დაავიწყდა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელია და პარტიის გენერალური მდივანიც გახლავთ.​ დაიკითხოს დედაქალაქის მერი, რომელმაც ორი თვის წინ ფონიჭალაში რომ ტრაგედია მოხდა, ამის შემდეგ პრევენციული ზომები არ მიიღო, ასევე მნიშვნელოვანია კალაძე დაიკითხოს, როგორც “ყაზტრანსგაზის” არაფორმალური მმართველი და მენეჯერი, მასში დასაქმებული ჰყავს “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომელსაც პროფესიონალიზმთან ჩავლილიც კი არ აქვს, ოპოზიცია მოვითხოვთ დედაქალაქის მერის, “ყაზტრანსგაზის” მფლობელისა და მენეჯერი, კახი კალაძე.არაფორმალური მენეჯერი არის კახა კალაძე, შესაბამისად, დღევანდელი მისი განცხადება ეძღვნებოდა მის, როგორც ბიზნესმენის თავის მართლებას.

გარდა ამისა, გამოძიება დაიწყოს შემდეგ საკითხზე: არჩევნებმადე “ყაზტრანსგაზს” ბიუჯეტმა ჩამოაწერა 100 მილიონის დავალიანება, რის შემდეგაც “ყაზტრანსგაზი” აღმოჩნდა კახი კალაძის ხელში,“- აგანაცხადა ლევან ხაბეიშვილიმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა და დავით ზალკალიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს
შემდეგი სტატიასავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა