29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

დანტეს დღისა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლისთავის აღნიშვნა

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო დანტეს დღისა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებას დაესწრო.

დანტე ალიგიერის საზოგადოება თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა, პროფ. ალესანდრო მაზიმ, უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა ნინო ცერცვაძემ და იტალიის ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოებულმა ქართული კულტურის ორმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა: ჯაკომო ლეოპარდის ლიტერატურული პრემიის მფლობელმა ქართველმა პოეტმა დავით მაღრაძემ, რომელსაც იტალიაში კარგად იცნობენ, და არაერთი მნიშვნელოვანი საოპერო კონკურსის გამარჯვებულმა სახელგანთქმულმა ქართველმა მეცო სოპრანო ნინო სურგულაძემ.

თბილისის კომიტეტის წარმატებული ოცწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს, დანტე ალიგიერის საზოგადოების საპატიო სიგელები გადაეცათ ღონისძიების სტუმრებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებისა და ხელშეწყობის საქმეში.

banner
წინა სტატიაში„დიდი შვიდეული“: მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების გამოცხადებას
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება: შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი