უკრაინა არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს, რომელიც აშშ-მა შესაძლოა, მალე გადასცეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რაკეტების გამოყენების შესახებ უკრაინას პარტნიორებთან შეთანხმება აქვს.
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ATACMS გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად.
„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოვდება საჯარო განცხადებას რაკეტების გადაცემის შესახებ, მაგრამ ამერიკელები უკრაინას გადასცემენ კასეტურ მოდიფიკაციას და არა ძლიერ ფეთქებად ქობინს. ATACMS-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია.