დანიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები ბოროდიანკაში ჩავიდნენ

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდნენ.

შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა.

„შეძრული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებისა და სისასტიკეების ნახვით. ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინელ ხალხს მარტო“, – წერს პედრო სანჩესი.

ესპანეთისა და დანიის ლიდერებს კიევში უკრიანის პრეზიდენეტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აქვთ შეხვედრა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან პიტერ ვიბლერთან
შემდეგი სტატიაქვეყანას ახალი ათვლის წერტილი სჭირდება, რის გამოც აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ბეჟაშვილი