დანიის პრინცი ავსტრალიის ნაპირზე გადაარჩინეს

დანიის პრინცი ავსტრალიის ნაპირზე გადაარჩინეს

დანიის პრინცი ავსტრალიის ნაპირზე გადაარჩინეს10 წლის პრინცი კრისტიანი, რომელიც დანიის ტახტის მემკვიდრეა, ავსტრალიის სანაპიროზე გადაარჩინეს, მას შემედგ, რაც დიდმა ტალღამ ის სერფინგის დაფასთან ერთად გაიტაცა.
ინციდენტი ავსტრალიის განთქმულ სანაპიროზე გასულ კვირას Gold Coast მოხდა, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გავრცელდა.

სამეფო განცხადებაში ნათქვამია, რომ ტახტის მემკვიდრე თავს კარგად გრძნობს და მას არაფერი ემუქრება.
ახალგაზრდა სერფინგისტის მამა, დანიის ტახტის პრინცმა ფრედერიკმა პირადად გადაუხადა მადლობა მაშველ ნიკ მალკოლმს, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა.

მალკოლმის ხელმძღვანელმა, სტიუარდ კიიმ, რომელიც მაშველების გუნდს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზული იყო და ბავშვის დახრჩობის დიდი ალბათობა იდგა.
მაშველების თქმით, ახალგაზრდა პრინცის დაფა ძლიერ დინებაში მოყვა.

ნიკ მაკოლმის კოლეგებმა თქვეს, რომ ნიკმა არ იცოდა ვის ეხმარებოდა და მან უბრალოდ, საკუთარი ვალი მოიხადა.

banner
წინა სტატიაშიალექსეი პუშკოვი: საქართველო გამოხატულად ანტირუსული სახელმწიფო აღარ არის
შემდეგი სტატიაბოსნიაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო 11 ადამიანი დააკავეს