უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით და ნებისმიერ ფასად უნდა დავუჭიროთ მხარი,- ამის შესახებ დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
“ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ზუსტად როგორ და სად შეიძლება, ვითარება გამწვავდეს. ასევე, არ ვიცი, კონკრეტულად რის წინაშე მოგვიწევს დადგომა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება. ვფიქრობ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ – უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით და ნებისმიერ ფასად უნდა დავუჭიროთ მხარი”,- განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება, რუსეთმა აგრესია ევროპულ ქვეყნებზე გაავრცელოს, დანიის პრემიერმინისტრი პასუხობს:
„შესაძლებელია, ეს იყოს ჰიბრიდული ომის ახალი ფორმა. ასეთი ქმედებები უკვე მიმდინარეობს – რუსეთი მუდმივად არღვევს საზღვრებს. ამ ეტაპზე მათ უკრაინაში მიღებული დანაკარგები აკავებთ. ისინი ჩაფლულნი არიან ომში, რომელიც მათი სამხედრო რესურსების, მათ შორის, ადამიანური რესურსის დიდ ნაწილს შთანთქავს“,- დასძინა მან.


















