11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

დანიის პრემიერი: “ჩვენ გვჭირდება ნატო-ს მუდმივი ყოფნა გრენლანდიის გარშემო”

“ჩვენ გვჭირდება ნატო-ს მუდმივი ყოფნა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო”, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ვთხოვეთ ნატო-ს, რომ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი არქტიკის რეგიონში. ვფიქრობ, რომ ნატო-ში ყველა თანხმდება ამაზე, არქტიკის ქვეყნები, მაგრამ ასევე სხვა წევრი სახელმწიფოები, რომ ჩვენ გვჭირდება ნატო-ს მუდმივი ყოფნა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო. თქვენ წითელ ხაზებზე მეკითხებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ისინი. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ამაზე მოლაპარაკება არ შეგვიძლია, რადგან ეს ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების ნაწილია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ აშშ-სთან, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი საერთო თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში არქტიკის რეგიონში“,- განაცხადა ფრედერიქსენმა.

banner
წინა სტატიაშიფრიდრიხ მერცი: “მადლიერი ვარ, რომ ტრამპმა თავი შეიკავა გრენლანდიის მიტაცების თავდაპირველი გეგმებისგან”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: “ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხზე, რადგან სუფთად ვმუშაობთ”