დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ.
თავდასხმა ქალაქის ცენტრში, მოედანზე მოხდა. დანიის პრემიერთან მამაკაცი მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი დაკავებულია.
როგორც პრემიერის ოფისში აცხადებენ, მეტე ფრედერიქსენი მომხდარით “შოკირებულია”.