“ჩვენ არასდროს უნდა ვყოფილიყავით რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულნი”, – ეს განცხადება, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა გააკეთა.
ფრედერიკსენი იმედოვნებს, რომ მათ, არც ერთ კონტექსტში არ ექნებათ დამოკიდებულება ევროპის გარეთ არსებულ სხვა ქვეყნებზე.
“ვფიქრობ, ან ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ყველა ევროპელი ხედავს ახლა, თუ რა დიდი შეცდომა იყო რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება. ჩვენ არასდროს უნდა ვყოფილიყავით მასზე დამოკიდებულნი. ახლა კი უნდა დავრწმუნდეთ, რომ აღარ გვექნება დამოკიდებულება ევროპის გარეთ არსებულ სხვა ქვეყნებზე — არა მხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ საერთოდ არაფერში“, – განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.

















