დანიგანი-რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს?

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ანაკლიის პორტის ჩინური კონსორციუმისთვის ჩაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომპანია CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ელჩის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ხარისხისა და სტანდარტების კუთხითაც ისმის.

„CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს” ამბობს ელჩი.

banner
წინა სტატიაშივისაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ ვალიდური აღარ არის, ვისაც არ აქვთ, ვეღარ მიიღებენ- დანიგანი
შემდეგი სტატიაელჩი: რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს