დანიგანი: მთავრობა იმეორებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთ იქნება, თუმცა რატომ არა ახლა

ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯები მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას. აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შეჩერება დაეხმარება ამ პროცესს; აგრეთვე, პროგრესი იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, რომელიც ევროკავშირმა გაწევრების პროცესის შესანარჩუნებლად შეიმუშავა; და დანერგილი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც შესაძლოა მოითხოვდეს კანონმდებლობის მთლიანად გაუქმებასაც. ჩვენი გადმოსახედიდან, რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია. არ არის საჭირო მოცდა. მთავრობა კვლავ იმეორებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთესად იქნება, არჩევნების შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება… და ჩემი კითხვაა, რატომ არა ახლა?,-ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიოდიშარიას ცოლი ადასტურებს, რომ ჰამბურგში, პოლიციელებთან დაპირისპირების ამსახველ ვიდეოში მათი შვილიცაა
შემდეგი სტატიადანიგანი: ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს