დანიელსონის დოკუმენტზე “ოცნების” ხელმოწერას ევროპარლამენტში ეხმაურებიან

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, მოაწეროს ხელი ე.წ. დანიელსონის დოკუმენტს ევროპარლამენტში ეხმაურებიან:

„როგორც იქნა, კარგი ამბავი საქართველოდან, არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ შეთანხმებას.

მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული ჩიხიდან ნაყოფიერად გამოსასვლელად. ვიმედოვნებთ, რომ არ ნაბიჯს მიყვებიან სხვა დაინტერესებული მხარეები“ – წერს ევროპარლამენტარი, ესპანეთის წარმომადგენელი ნაჩო სანჩეს ამორი „ტვიტერში“.

ხელმოწერას ეხმაურება „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯერი კონოლი.

“ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს თავის მცდელობას ამ მიზნის მისაღწევად და ხელს უწყობს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ იგივე გააკეთონ” – წერს ჯერი კონოლი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქობულეთში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა