დანიელსონი – ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, გუშინდელის მსგავსად, დღესაც გულმოდგინედ იმუშავებენ პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრაზე.

დანიელსონის თქმით, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ფოკუსირებულია სამუშაოზე და სწორედ ესაა მედიაციის ძალისხმევა.

„ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ისევე როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ველოდები, რომ მოგვიანებით შეგხვდებით“, – განაცხადა დანიელსონმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში უკვე მივიდნენ კრისტიან დანიელსონი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა