15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“დანიელები ურტყამდნენ გორშიც და მეც სასამართლოში” — სააკაშვილის განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ გორში მოქალაქეებზე მოძალადე პირები სინამდვილეში ქართველი სამართალდამცველები არ ყოფილან:

„იცოდით თუ არა, რომ გორში ორ კაცს ვინც ურტყამდა, ის პოლიციელები სინამდვილეში ქართული პოლიციის ფორმაში გადაცმული დანიელები აღმოჩნდნენ, რომლებიც ტურისტების საფარქვეშ არიან ჩანერგილები? ასევე, 25 მაისს საქალაქო სასამართლოში ბადრაგები, რომლებმაც სხეული ჩამილურჯეს, დანიის სამეფო პენიტენციური სამსახურის დელეგაციის წევრები იყვნენ და სუფთა დანიურ ენაზე მაგინებდნენ“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი თავის პოსტში სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის (იგივე „ხარებას“) წარმომავლობასაც ეხება და აღნიშნავს, რომ მისი წინაპრები გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკიდან იყვნენ, თავად კი ვიკინგების შთამომავალია. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავს ქმედებებს „არცერთი ქართველი არ იკადრებდა“ და განცხადებას მოწოდებით ასრულებს: „გაიტანეთ გრენლანდია!“.

banner
წინა სტატიაშიტრამპი რამდენიმე დღეს ითხოვს — აშშ და ირანი შეთანხმებას აფორმებენ
შემდეგი სტატია“ქართუმ” ივანიშვილის კომპანიისგან მიწა იყიდა — ირაკლი აბესაძე