დანიბეგაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩის ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში კი, 3 995 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, დანიბეგაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ სამუშაოები, სადაც მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 140 000 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშიოცნების პარტიულ ღონისძიებას ნიკორწმინდელი მიტროპოლიტიც “პატივის მისაგებად” დაესწრო
შემდეგი სტატია“არავის მივცემთ შესაძლებლობას, პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას”