27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“დანიასთან პარალელების გავლება, როცა ასეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არის ფარისევლობა” – ლაშა ფარულავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა  გამოეხმაურა “ოცნების” წევრების განცხადებებს, რომლებიც დანიის ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კოპენჰაგენი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.

“არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. დანიასთან პარალელების გავლება, როცა ასეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი,” – აცხადებს ლაშა ფარულავა.

13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.

banner
წინა სტატიაშიოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება
შემდეგი სტატიასაპატრიარქო: 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს პირველად აღვნიშნავთ ილია II-ის გარეშე