დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა არაევროპულ ქვეყანაში გაგზავნის შესახებ სადავო კანონი მიიღეს

დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა არა ევროპულ ქვეყანაში გაგზავნის შესახებ სადავო კანონი მიიღეს

დანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიიდან თავშესაფრის მაძიებლების ევროპის გარეთ გაგზავნას ითვალისწინებს. კანონპროექტს, რომელიც მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ევროკავშირის კანონებს ეწინააღმდეგება, 70-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 24 კი წინააღმდეგი იყო.

კანონი დანიას უფლებას მისცემს საკუთარ ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლად შესული პირი პარტნიორ-ქვეყანაში გადააგზავნოს, რომელიც ევროპის გარეთ იქნება, სადაც თავშესაფრის მაძიებელი დაელოდება თავისი საქმის განხილვის პასუხს.
“თუკი თქვენ დანიაში თავშესაფრის მიღებაზე გააკეთებთ განცახდებას, იცოდეთ, რომ თქვენ ევროპის მიღმა გაგაგზავნიან და ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხალხი დანიაში თავშესაფრის თხოვნას შეწყვეტს” – მმართველი პარტიის წარმოამდგენელმა რასმუს სტოკლუნდმა თქვა.

მდიდარი სკანდინავიური ქვეყნა, რომელიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ცნობილია საკუთარი მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკით, მიზნად ისახავს – არ მიიღოს არც ერთი თანშესაფრის მაძიებელი და ამის ნაცვლად იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული კვოტების სისტემით.
დანიას პარტნიორი ქვეყნისგან თანხმობა არ მიუღია, მაგრამ სტოკლუნდმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა-კანდიდატთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს გეგმა თავშესაფრის მაძიებელთა უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მათ უფლებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს, ამავე დროს, დანიას უფლებას მისცემს ევროკავშირთან საკუთარი მოვალეობები შეამციროს.

გასულ კვირას გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტომ დანიას მოუწოდა კანონპროექტი არ მიეღო.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის პარლამენტში მთავრობას პანდემიასთან არასათანადო ბრძოლაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიანეთანიაჰუ პოლიტიკური სიცოცხლისთვის იბრძვის – ოპონენტებმა კოალიცია შექმნეს