დანიაში საქართველოს ელჩი – საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პირველ ოფიციალური ვიზიტს დანიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ქვეყანაში

დანიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე აცხადებს, რომ დანიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი არის პირველი ოფიციალური ვიზიტი.

„ამდენად, დანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას. ეს არის ერთ-ერთი ვიზიტი კოვიდის შემდეგ. მთელი ქვეყანა მიესალმება ამ ვიზიტს. პარლამენტის თავმჯდომარე გავუზიარე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები დანიაში, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. დღეს დანიამ გამოიჩინა დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ. რასაკვირველია, უკრაინის მოვლენებთან მიმართებაშიც ხდება ეს, მაგრამ მარტში პირველად იყო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დელეგაციის ვიზიტი, სადაც დეპუტატებიც იყვნენ, რაც განსაკუთრებული ძალისხმევა იყო დანიის მხრიდან, რომ ეჩვენებინათ საქართველოს მიმართ ინტერესი და მხარდაჭერა. ამ ვიზიტის შემდეგ ბევრი შეხვედრა და საუბარი იყო პარლამენტარებთანაც და საგარეო უწყებასთანაც. შედეგად, სულ ცოტა ხნის დანიის მთავრობამ გამოაცხადა მისი გადაწყვეტილება, რასაც წინ უძღოდა საპარლამენტო პროცესი და გადაწყდა, რომ საქართველოში შეიქმნას დანიის საელჩო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან დანია არის ძალიან კონსერვატიული ქვეყანა საელჩოების გახსნაზე, პირიქით, კეტავენ კიდეც; მაგრამ ამ დროს საქართველოში ახლა საელჩოს გახსნა გადაწყვიტეს. ამაზე მეტად საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მით უფრო, რომ სამხრეთ კავკასიაში საელჩო საერთოდ არ აქვთ და უკრაინიდან ფარავდნენ საქართველოს და კავკასიას; ახლა კი, სომხეთის დაფარვა მოხდება საქართველოს საელჩოდან და ის შემოდგომაზე გაიხსნება“, – განაცხადა ნატა მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ და პარტნიორები მზად არიან დაეხმარონ უკრაინას წარმატების მიღწევაში – ოსტინი
შემდეგი სტატიაარ მაქვს სურვილი ვიფიქრო რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი – მაჭარაშვილი