დანიაში სამხედროებს სამსახურის გარდა ფორმით სიარული აუკრძალეს

დანიაში სამხედრო მოსამსახურეებს დღეიდან სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ იმისთვის, რომ დემონსტრაციებზე, პოლიტიკურ დებატებსა თუ სხვა ღონისძიებებზე, როგორც კერძო პირი, ფორმით გამოცხადდნენ – დანიის სამხედრო ძალების პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

მსგავსი წესის შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამდენიმე სამხედრო დანიელი კორონასკეპტიკოსების დემონსტრაციაზე Men In Black გამოცხადდა.

“როცა ჩვენ ფორმაში ვჩნდებით, ჩვენ რაღაც დიდის ნაწილი ვართ. არასდროს უნდა გაჩნდეს ეჭვი იმაზე, როდის წარმოვადგენთ სამხედრო ძალებს, და როდის ვართ კერძო პირი” – შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანმა ფლემინგ ლენტფერმა თქვა. მან აღნიშნა, რომ უადგილოდ თვლის სამხედრო მოსამსახურის ისეთ ადგილებში ფორმით გამოჩენას, რომელიც ზოგადად შეიარაღებული ძალების პოზიციას არ გამოხატავს.

“მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როცა სამსახურის გარდა ვკრძალავთ ფორმის გამოყენებას – ეს შეიარაღებული ძალების რეპუტაციის დასაცავად კეთდება. ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ არის ან სამხედრო მოსამსახურეების შეკრების თავისუფლებაზე” – დაამატა ლენტფერმა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, გვექნება კორონავირუსის ერთეული შემთხვევები
შემდეგი სტატიაგერმანია ბელორუსელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად დაახლოებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს