დანიაში ორჯერ აცრილებს მესამე დოზა ვაქცინას შესთავაზებენ

დანიის მკვიდრებს, რომელთაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ორი აცრა სხვადასხვა ვაქცინით გაიკეთეს, მესამე დოზას შესთავაზებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ რამდენიმე ქვეყანა სხვადასხვა ვაქცინით აცრას არ აღიარებს, რამაც დაახლოებით 150 ათას დანიელს მოგზაურობის პრობლემა შეიძლება შეუქმნას.

პირველი დოზა “ასტრა-ზენეკა” 151 335 ათასმა პირმა გაიკეთა, თუმცა ვაქცინა შემდეგ ქვეყანაში აიკრძალა, ამიტომ მათ მეორე დოზად “ფაიზერის” ან “მოდერნას” გაკეთებამ მოუწიათ. მათ მესამე დოზად, ასევე “ფაიზერს” ან “მოდერნას” სთავაზობენ.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივლისისთვის
შემდეგი სტატიაბოკერია დეკანოიძის საქმეზე: არჩევნების დროს კრიმინალური ჯგუფები წახალისებულები არიან