დანიაში ჯარში ქალების გაწვევის შემოღებას გეგმავენ

“ჩვენ დანიას ვაიარაღებთ არა იმიტომ, რომ ომი, ნგრევა ან ტანჯვა გვსურს. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ომი, მაშინ როცა მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგს დიდი გამოწვევები აქვს“ – განაცხადა დანიის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა.

ამჟამად დანიას 9 000 პროფესიონალი სამხედრო ჰყავს. 2023 წელს, ოფიციალური მონაცემებით, დამატებით 4 700 ადამიანი გაიწვიეს. რადგან სამხედრო სამსახურის გავლის მსურველთა რაოდენობა ისედაც დიდია, ქვეყანაში გაწვევა ლატარიის პრინციპით ხდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველას არ უწევს სამსახურის გავლა.

ბოლო გაწვევის რაოდენობის 25%-ს ქალები შეადგენდნენ, რომლებმაც სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი თავად გამოთქვეს. დანია გეგმავს 4-თვიანი სამსახურის 11 თვემდე გახანგრძლივებასაც.

„უსაფრთხოების მხრივ ვითარება ევროპაში „უფრო და უფრო სერიოზული ხდება და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც თავდაცვაზე ვფიქრობთ“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლუნდ პულსენმა. „საჭიროა უფრო დიდი კონტინგენტი რეკრუტირებისთვის, რომელიც მოიცავს ყველა გენდერს,” – თქვა მან და დასძინა, რომ ეს შექმნის „უფრო მრავალმხრივ დაცვას“.

banner
წინა სტატიაშიგელათთან დაკავშირებული მოვლენები საერთოდ არ არის საპარლამენტო კომიტეტთან კავშირში – ოდიშარია
შემდეგი სტატიასაქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია – სტოლტენბერგი