დანიამ უკრაინას მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

დანიამ უკრაინას მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.

როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რიგით 25-ე დახმარების პაკეტი უკრაინის დახმარებას 2025-2027 წლებში უზრუნველყოფს და ძირითადად ფოკუსირებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, საარტილერიო და საჰაერო ძალების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.

„უკრაინის უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი ევროპის მომავლისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი ქვეყანა შთააგონებს სხვა მოკავშირეებს, მეტი მხარდაჭერა გაუწიონ“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალუტო შემოდინებები დივერსიფიცირებულია – ევროკავშირის წამყვანი წილით