დანიამ J&J ვაქცინის გამოყენებაზე უარი თქვა

დანიამ უარი თქვა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Johnson & Johnson-ის გამოყენებაზე -ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის საბჭომ გაავრცელა. დანიური რეგულატორის თქმით, მისი გამოყენების სარგებლობა რისკებს არ აღემატება, რომელიც თრომბების წარმოქმნას უკავშირდება.
მანამდე დანიამ იგივე მიზეზით ვაქცინაზე “ასტრა-ზენეკა” თქვა უარი. ამიტომ ქვეყანაში ყველა ზრდასრულს აცრაზე წვდომა მხოლოდ აგვისტოს ბოლოსთვის ექნება.

რამდენიმე ხნის წინ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია 2022 წლისთვის ვაქცინის ადგილობრივ წარმოებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ევროპის წამლების სააგენტომ განაცხადა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და იშვიათი თრომბების წარმოქმნას შორის კავშირი არსებობს, მაგრამ ვაქცინის გამოყენების სარგებელი მის რისკებს აღემატება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის მასშტაბურ სამუშაოს დაიწყებს
შემდეგი სტატიაგიორგი კონდახიშვილი: ნიკა მელიას თანხმობა გირაოს საკითხზე საჭირო არ არის