დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

დანია უკრაინას Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს, რასაც შავ ზღვაზე თამაშის წესების შეცვლა შეუძლია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

Harpoon-ის მიღების შემდეგ უკრაინის სანაპირო უფრო დაცული იქნება, ხოლო შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რუსეთის ფლოტის აქტივობა შემცირდება.

ახლა ამ ფუნქციას „ნეპტუნის“ ტიპის ერთი კომპლექსი ასრულებს. საკმარისი რაოდენობით მისი დამზადება ვერ მოესწრო და რაკეტების რაოდენობაც შეზღუდულია, სულს სხვა სიტუაცია იქნება, როდესაც ამ ფუნქციას რამდენიმე კომპლექსი შეასრულებს. თანაც Harpoon-ის რაკეტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

ეს რაკეტები აშშ-ში მზადდება. უკრაინას Harpoon-ებს დანია იმის გამო გადასცემს, რომ ამ ქვეყნების შეიარაღებაში სანაპირო დაცვის კომპლექსი Harpoon Coastal Defense System იყო.

დანია უკრაინას სარაკეტო კომპლექსის ორ ბატარეას გადასცემს, რომელსაც ერთდროულად 16 რაკეტის გაშვება შეუძლია. თითოეულ რაკეტას ცალკე აღებული მიზნის განადგურება შეუძლია.

რაკეტა Harpoon 1977 წელს შეიქმნა, მაგარ შემდეგ რამდენიმე მოდერნიზება განიცადა. ბოლო ვერსიის წარმოება 2011 წლიდან ხდება. რაკეტას არა მარტო ხომალდების განადგურება, არამედ ხმელეთზე არსებულ მიზნებზე შეტევაც შეუძლია.

რაკეტის ასაფეთქებელი ნაწილი 227 კგ-იანია. შედარებისთვის, „ნეპტუნის“ რაკეტას, რომლითაც რუსული კრეისერის, „მოსკოვის“ განადგურება მოხდა, საბრძოლო ნაწილი 150 კგ-ს შეადგენს. „მოსკოვს” ორი ასეთი რაკეტა მოხვდა.
შესაბამისად ერთი Harpoon „ადმირალ გრიგიროვიჩის“ ტიპის ფრეგატს სავსებით ყოფა. რაც შეეხება უფრო მცირე ხომალდებს, მათ საერთოდ გადარჩენის არანაირი შანსი არა აქვთ.

მართალია RGM-84L Harpoon Block 2-ის ფრენის მანძილი 124 კმ-ს შეადგენს, მაშინ როდესაც „ნეპტუნი“ 280 კმ-ზე მიფრინავს, კომპლექსში Harpoon და „ნეპტუნი“, რომელიც უკრაინის სანაპიროს სხვადასხვა ადგილებში განთავსდება, საკმაოდ მძლავრი თავდაცვითი საშუალება იქნება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უკრაინიდან ექსპორტზე ყველა გადასახადი გააუქმა
შემდეგი სტატიარუსეთი სურსათის მარაგს იარაღად იყენებს, რასაც გლობალური შედეგები მოჰყვება – ლეიენი