დანია შეშფოთებულია აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებით-დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში აქციის დროს საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას ეხმიანება და წერს, რომ დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.

“დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოდან შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ პოლიციის ძალადობის შესახებ” | გაეროს წარმომადგენელი
შემდეგი სტატია“ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები არალეგიტიმურ რუს მარიონეტებზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე”- ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი