დანია ბენზინის და დიზელის ავტომობილების გაყიდვას აკრძალავს

დანიის მთავრობა 2030 წლისათვის ბენზინისა და დიზელის ძრავიან ავტომანქანებს აკრძალავს, 2035 წლიდან კი – ჰიბრიდულ ავტომანქანებს – ამის შესახებ 2 ოქტომბერს ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა – “დოიჩე ველე” წერს. ამავე დროს, დანიის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება. მიმდინარე კვირას პრემიერი პარლამენტს დეტალურ გეგმას წარუდგენს. დანია ბრიტანეთისა და საფრანგეთის მაგალითს მიყვება, რომელთა მიზანია 2040 წლისათვის დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვა.
2016 წელს დანიამ ელექტრომობილებზე გადასახადები გაზარდა, რამაც მათი გაყიდვა შეამცირა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ სისტემური კორუფციის ბრალდებით დიდ სკანდალშია
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა თურქეთისთვის 70 მილიონი ევროს გამოყოფაზე უარი თქვა